Saturday, September 13, 2014

მეეცხრე დღე

მეეცხრე დღე
დღევანდელი დღე დაეთმო განვლილი მასალის გამეორებას და განმტკიცებას, მოვისმინეთ მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციები.
  მაკა ხიჯაკაძის პრეზენტაცია იყო თემაზე "ემუქრება თუ არა გადაშენება ხალხურ საკრავს ფანდურს?" ბევრი რამ გავიგე ხალხური ხალხური საკრავის შესახებ.
  ხათუნა ბერაძის პრეზენტაცია  "როგორ შევიცნო შემი თავი" აქტივობები შესაბამისად და მკაფიოდ იყო დაგეგმილი. 
 მზია ბერაძე თემა"გაიცანი ჩვენი მხარე"  პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი საინტერესოდ და გასაგებად
. მელანო გაბეხაძემ  წარმოადგინა პრეზენტაცია "თაობათა ბრძოლა" რომელიც ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნებით  მივიღებდი მონაწილეობას.
  ლელა კოჩაძის თემა იყო : "როგორ ვიცხოვრო უცხო ქვეყანაში"  პრეზენტაცია  კარგად იყო დაგეგმილი.
    ლელა ბერაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: "პოლიტიკური რეჟიმი-დემოკრატია" თემა იყო ნამდვილად აქტუალური, საინტერესო ,ვფიქრობ თითოეული მოსწავლე დიდი სიხარულით ჩაერთვება ამ პროექტში.
    ციცინო გოგოლაძის თემა იყო "რისთვის იბრძვიან  და რას ეწირებიან ვაჟას გმირები" ქალბატონმა ციცინომ ბევრი იმუშავა ამ თემაზე და საინტერესოდაც წარმოადგინა საკითხი.
     მაია ჩხიკვაძე თემა "ქალთა უფლებები შუშანიკის წამებიდან დღემდე"  ქალბატონი მაიას მუშაობით ძლიან კმაყოფილი დავრჩი მთელი ტრენინგის მანძილზე, მან ძლიან საინტერესოდ წარმოადგინა პრეზენტაცია, ვუსურვებ წარმატებებს.
     მაია ღონღაძეს ძლიან კარგი თემა ჰქონდა არჩეული კერძოდ: "მე რომ დედა ვიყო"  რომელიც საინტერესოდ წარმოადგინა.
      თამარ არჯევანიძემ იმუშავა თემაზე:" ტრადიციების ჭიდილი" პრეზენტაცია კარგად იყო დაგეგმილი. 

No comments:

Post a Comment