Saturday, September 13, 2014

მეეცხრე დღე

მეეცხრე დღე
დღევანდელი დღე დაეთმო განვლილი მასალის გამეორებას და განმტკიცებას, მოვისმინეთ მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციები.
  მაკა ხიჯაკაძის პრეზენტაცია იყო თემაზე "ემუქრება თუ არა გადაშენება ხალხურ საკრავს ფანდურს?" ბევრი რამ გავიგე ხალხური ხალხური საკრავის შესახებ.
  ხათუნა ბერაძის პრეზენტაცია  "როგორ შევიცნო შემი თავი" აქტივობები შესაბამისად და მკაფიოდ იყო დაგეგმილი. 
 მზია ბერაძე თემა"გაიცანი ჩვენი მხარე"  პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი საინტერესოდ და გასაგებად
. მელანო გაბეხაძემ  წარმოადგინა პრეზენტაცია "თაობათა ბრძოლა" რომელიც ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნებით  მივიღებდი მონაწილეობას.
  ლელა კოჩაძის თემა იყო : "როგორ ვიცხოვრო უცხო ქვეყანაში"  პრეზენტაცია  კარგად იყო დაგეგმილი.
    ლელა ბერაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: "პოლიტიკური რეჟიმი-დემოკრატია" თემა იყო ნამდვილად აქტუალური, საინტერესო ,ვფიქრობ თითოეული მოსწავლე დიდი სიხარულით ჩაერთვება ამ პროექტში.
    ციცინო გოგოლაძის თემა იყო "რისთვის იბრძვიან  და რას ეწირებიან ვაჟას გმირები" ქალბატონმა ციცინომ ბევრი იმუშავა ამ თემაზე და საინტერესოდაც წარმოადგინა საკითხი.
     მაია ჩხიკვაძე თემა "ქალთა უფლებები შუშანიკის წამებიდან დღემდე"  ქალბატონი მაიას მუშაობით ძლიან კმაყოფილი დავრჩი მთელი ტრენინგის მანძილზე, მან ძლიან საინტერესოდ წარმოადგინა პრეზენტაცია, ვუსურვებ წარმატებებს.
     მაია ღონღაძეს ძლიან კარგი თემა ჰქონდა არჩეული კერძოდ: "მე რომ დედა ვიყო"  რომელიც საინტერესოდ წარმოადგინა.
      თამარ არჯევანიძემ იმუშავა თემაზე:" ტრადიციების ჭიდილი" პრეზენტაცია კარგად იყო დაგეგმილი. 

მეერვე დღე

მეერვე დღე

გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორტფოლიო და ფასილიტაციის ნიმუში და დავდეთ ბლოგზე.დავამთავრე პროცედურები.

Thursday, September 11, 2014

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე

 ვიმუშავე მეექვსე მოდულზე, განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი თეორია  და სხვადასხვა მოსწავლეთა სწავლის სტილი,  რომელსაც შევუსაბამეთ აქტივობები.

 გავაკეთეთ მოსწავლეთა თვითშეფასების  ფორმა. ასევე გავაკეთეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის შაბლონი.  ბლოგზე გადავიტანეთ ყველა ჩვენი შექმილი დოკუმენტი. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. მომავალი დღისათვის მოგვეცა დავალებები .ვისწავლეთ პოვერ-პოინტის ფაილი როგორ გადავიყვანოთ დრაივში.

მეექვსე დღე

მეექვსე დღე

 გავიხსენე წინარე ცოდნა, ვისწავლეთ ბლოგებზე კომენტარების გაკეთება, გავეცანით  პორტფოლის რუბრიკის  შექმნას. ბლოგზე ახალი გვერდისა და გაჯეტების შექმნა. პროცედურების ჩამოყალიბება და სრულყოფილად გაკეთება. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და ჩავაგდეთ ჩვეს დრაივში.